შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პირველკლასელები მათთვის განკუთვნილ ბუქებს ორშაბათს მიიღებენ
16.10.2021
უკან დაბრუნება
პირველკლასელები მათთვის განკუთვნილ ბუქებს ორშაბათს მიიღებენ, ამის შესახებ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, 38-ივე საჯარო სკოლის 2700 მოსწავლეს კუთვნილ ბუქს ორშაბათს გადასცემენ. მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან დაგვაინებული რეისები გახდა მიზეზი, იმისა რომ 4 ოქტომბერს პირველკლასელებს განათლების სამინისტრომ ბუქები ვერ დაურიგა.