შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორია კოვიდვითარება რეგიონებში
15.10.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ სტატისტიკის შესახებ ჩვენ პერიოდულად რეგიონების კომპეტენტურ პირებსაც ვუკავშირდებით, ამჟამად სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ ხარგაულის ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერთან, მაია ქასრაშვილის ინფორმაციით მათი რეგიონის კოვიდმიმღები დაწესებულება 16 პაციენტზეა გათვლილი აქედან 15 საწოლი დაკავებულია, პაციენტებს შორის 3 ჟანგბადდამოკიდებულია,ლეტალობის შემთხვევა ბოლო 24 საათში არ დაფიქსირებულა. სკოლის დაწყების ხარჯზე მომატებულ ინფიცირების სტატისტიკაზე საუბრობს ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. როგორც ნატო მაჩიტაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს რეგიონში სულ გამოვნელილია 2 792 შემთხვევა, იზოლაციაში იმყოფება 1 093 პიროვნება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვალების 26 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირების მატებაზე საუბრობს ხობის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. შორენა საბახტარაშილის განცხადებით ინფიცირებულთა შორის არიან ბაღის აღსაზრდელები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებ