შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ქუთაისში „მამების სკოლა“ გაიხსნა
25.09.2021
უკან დაბრუნება
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ქუთაისში „მამების სკოლა“ გაიხსნა. სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის მამაკაცები წარმოადგენენ, ვინც უკვე არის მშობელი ან ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, სკოლაში სწავლა უფასოა და 8 მოდულიანი სწავლების პირობებში მამები შეიძენენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მშობლად და პარტნიორებად ჩამოაყალიბებს. მამების სკოლა ქუთაისის გარდა თბილისში უკვე ფუნქციონირებს, ინიციატივა გაეროს მოსახლეობის ფონდს და მასთან ერთად რამდენიმე სხვა პარტნიორ ორგანიზაციას ეკუთვნის.