შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 26 ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიას სტადიონმა უმასპინძლა
25.09.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 26 ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიას სტადიონმა უმასპინძლა სადაც ადგილობრივმა ტორპედომ თბილისის ლოკომოტივი მიიღო.შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა.1 ტაიმის მიწურულს სტუმთა იშვიათი შეტევა გოლით დასრულდა ტორპედოელთა კარში,ბურთი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.მეორე ტაიმში მიუხედავად ტორპედოელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობისა მათ გოლის გატანა ვერ შეძლეს და შესაბამისად მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1-0 დასრულდა .გათამაშების ცხრილში ტორპედო კვლავ მე-7 პოზიციას იკავებს.მომდევნო მატჩს ქუთაისის გუნდი სტუმრად წყალტუბოში 29 სექტემბერს გამართავს, სადაც ადგილობრივ სამგურალს დაუპირისპირდება.