შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დასმულ კითხვებს,,ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქ მუზეუმსა და უქიმერიონის მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე უპასუხა
14.09.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დასმულ კითხვებს,,ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქ მუზეუმსა და უქიმერიონის მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე უპასუხა. მერობის კანდიდატმა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ ისაუბრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ამირან კოპალეიშვილთან და თემურ ნადირაძესთან ერთად ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაანონსებული პროექტები მიმოიხილა, რომლებიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითრებას შეუწყობს ხელს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი მომდევნო შეხვედრას სულხან საბასა და ვაკისუბნის მაჟორიტარულ ოლქში გამართავს.