შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შეხვედრა კულტურის სამსახურის უფროსებთან
12.04.2016
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა რეგიონში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები განიხილეს. თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელმა ლევან როხვაძემ ფესტივალ "თეატრალური იმერეთის" მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა. დღესვე, მუსიკალური ფესტივალის "იმერეთის ხმა" მოწყობის შესახებ იმსჯელეს. ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში შესარჩევი კონკურსები ჩატარდება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია შედგება. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა 2 მაისისს ღონისძიებები იყო. მხარეებმა ეთნოგრაფიული კუთხეების მოწყობაზე, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაზე, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელეს.