შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი აირჩია
02.08.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა. პარლამენტმა ცესკო-ს პროფესიონალ წევრებად გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურები დაამტკიცა. კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატებს სულ მცირე 76 ხმა სჭირდებოდათ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.