შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ ბენეფიციარ სასტუმროს ეწვივნენ
02.08.2021
უკან დაბრუნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ ბენეფიციარ სასტუმროს ეწვივნენ. სასტუმრო ისტორიულ ნაწილში მდებარეობს რომელსაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა დღეს, პანდემიის მიუხედავად, სასტუმროს ნომრების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე დაჯავშნილია. სტუმრებს შორის ევროპელი ტურისტები სჭარბობენ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მაქსიმალურმა ჯამურმა თანხამ 445,000 ლარი შეადგინა. სასტუმროს სრული რეკონსტრუქცია 2019 წელს დასრულდა, თუმცა პანდემიის გამო მან ამოქმედება მხოლოდ 2021 წელს შეძლო.