შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



განახლებული „მწვანე თეატრი“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს სექტემბრის ბოლოსთვის ექნება
31.07.2021
უკან დაბრუნება
განახლებული „მწვანე თეატრი“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს სექტემბრის ბოლოსთვის ექნება. თავად იდეა თეატრის ეზოში ახალი სივრცის მოწყობისა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე დაიბადა. როგორც მესხიშვილის თეატრის მმართველი სულხან გოგოლაშვილი განმარტავს, მესამე სამუშაო სცენა თეატრის ეზოში ოფიციალურად 27 სექტემბერს გაიხსნება, რა დროსაც ღია სივრცე ევროპის კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს.