შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ქალთა კლუბის“ წევრები მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრნენ
21.06.2021
უკან დაბრუნება
ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისათვის ,,ბაზაზე არსებული ქუთაისისა და ბათუმის ქალთა კლუბების წევრები სულთმოფენობის დღესასწაულზე ART CLUB-ის ეგიდით ფერიის მთაზე, წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრნენ. ART.club-ი პანსიონატის აღსაზრდელებისა და პედაგოგების წინაშე კლასიკური მუსიკის კონცერტით წარსდგა , კლუბის წევრები პატარებს ხილითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, ასევე გადასცეს სათამაშოები და სპორტული ინვენტარი. მწერალ გიზო თავაძის მხარდაჭერით კი პანსიონატის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა მხატვრული ლიტერატურა. Art.club ასოციაციის ბაზაზე ,,ქალთა კლუბის,, მოქმედი თავმჯდომარის, სოფიო ბაძგარაძის ინიციატივით დაფუძნდა .