შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-სამტრედიის „სამტრედია“-1:1
10.06.2021
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 16-ე ტურში ქუთსისის ,,ტორპედომ ,, სამტრედიის „სამტრედიას“ შინ, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა. იმერული დერბი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრების გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ხოლო რაც შეეხება მეორე ტაიმს,,,ტორპედო,, სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს, რომელიც სამუელ ინკუმის ანგარიშზეა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მოპოვებული ერთი ქულით ,,ტორპედო ,, გათამაშების ცხრილში 15 ქულით კვლავ მეშვიდე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისური გუნდი სტუმრად საგურამოში თბილისის ,,ლოკომოტივთან,, 14 ივნისს გამართავს. .