შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში,თბილისსა და თელავში 13 პირი დააკავეს
10.06.2021
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, თბილისსა და თელავში 13 პირი დააკავეს. ყველა მათგანი: დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობის, და საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს მეტ სახელად „გლეხოვიჩს,, კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნეს საქმიანობის პროცესში შემოსავლების არა ობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან. მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს - დაავალა.