შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება
01.05.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322-ე დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. დღის ამბების გადამღები ჯგუფი ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე არსებულ ვითარებას გაეცნო და რამდენიმე ის აადამიანი ჩაწერა,რომლებიც იქ სააღდგომოდ საფლავების დასუფთავებისთვის იყვნენ მისულები.