შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას მორიგ დოკუმენტს სთავაზობს
19.04.2021
უკან დაბრუნება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას მორიგ დოკუმენტს სთავაზობს. მოაწერენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ხელს მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ეს ამ დღეებში გახდება ცნობილი. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი წევრის გია თევდორაძის თქმით წინა ხელსეკრულებისგან განსხვავებით ამჟამინდელი დოკუმენტი მეტად პროგრესულია, სადაც უკვე საუბარია იმაზე თუ როგორ უნდა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. რაც ამჟამინდელ სიტუაციას განმუხტავს. რა შეეხება ნაციონალურ მოძრაპობას, მათთის შარლ მიშელის მიერსეთავაზებული დოკუმენტი კვლავ მიუღებელია. პარტიის ერთ-ერთი წევრი გიგა შუშანია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ისინი ამ დოკუმნეტს ხელს არ მოწერენ.