შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, სამუშაო-გაცნობითი ვიზიტით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა
16.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, სამუშაო-გაცნობითი ვიზიტით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა. მან საჯარო ბიბლიოთეკა და ქუთაისში მოქმედი სამი თეატრი დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრს ეწვია, ბოლო პერიოდში ამ თეატრებში ჩატარებულ სამუშაოებს და მიმდინარე სიახლეებს გაეცნო. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქუთაისში კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.