შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალგაზრდობის სააგენტომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
15.04.2021
უკან დაბრუნება
ახალგაზრდობის სააგენტომ ბაღდათში, “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის”- რეფორმა დაიწყო, რაც ადგილზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას და საკითხისადმი კომპლექსურ მიდგომებს გულისხმობს.სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება, კვლევის შედეგად ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა მომზადდება. ამასთან სააგენტო, ადგილზე, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ 2 თანამშრომელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ,,ახალგაზრდობის კოორდინატორად” გადაამზადებს.პროექტის ფარგლებში დღეს ახალგაზრდობის სააგენტომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.