შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
15.04.2021
უკან დაბრუნება
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ინიციატივით ქუთაისში ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ექსპოზიციაზე, მსჯავრდებულების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება. გაყიდული ნამუშევრებიდან მიღებული თანხა კი მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. გამოფენა-გაყიდვა 16 აპრილს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 11 საათზე გაიხსნება.დასწრება თავისუფალია.