შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდ 19 ის სტატისტიკა მზარდია ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც
15.04.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ 19 ის სტატისტიკა მზარდია ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19ის 9 ახალი ფაქტი დადასტურდა, აქედან 4 სოფელ ხანის საჯარო სკოლის ე.წ კლასტერს უკავშირდება. როგორც ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო მაჩიტაძე აღნიშნავს, ყველა კონტაქტი მოძიებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან, რეგიონში ასევე გამოვლენილია საბავშვო ბაღის და ეკლესიაში წირვის დროს გავრცელებული კონტაქტების წრე. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ 19 1353 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 16 ინფიცირებული გარდაიცვალა .