შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს საქართველოში კორონავირუსის 337 შემთხვევა გამოვლინდა
26.02.2021
უკან დაბრუნება
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე,ზუსტად ერთი წლის განმავლობაში, დადასტურდა 270 137 შემთხვევა. დღეს კი კოვიდ 19--ს 337 შემთხვევა გამოვლინდა. მთელი წლის მანძილზე გამოჯანმრთელდა 264 047-პირი, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსი 320-მა ადამიანმა დაამარცხა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კორონას 3 485 პირი ემსხვერპლა, ბოლო 24 საატშ კი 10. იმერეთში შემთხვევებმა შედარებით იკლო და 37 ფაქტი დაფიქსირდა. ყველაზე ბევრი შემთხვევაა თბილისში -157, ხოლო ყველაზ ე ცოტა სამცხე-ჯავახეთში - 1. 1 542 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 277 პირი, აქედან, იმერეთში - 82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პაციენტი მათგან იმერეთში - 11.