შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მარგანეცის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
26.02.2021
უკან დაბრუნება
ჭათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მარგანეცის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.ამ მოთხოვნით ადგილობრივები პერმანენტულ აქციებს მართავენ.სოფელში მადანმომპოვებელი კომპანია „შუქრუთი+“ გასული წლიდან ოპერირებს. ჩვენი ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ ადგილობრივებთან ჯერ მემორანდუმი, შემდეგ კი ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის თანახმადაც, ვალდებულება აიღო, მადანმოპოვებითი სამუშაოების შედეგად ადგილობრივებზე მიყენებული ზარალისთვის კომპენსაცია ეტაპობრივად გაეცა.