შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



23 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება
23.02.2021
უკან დაბრუნება
23 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება. ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი. 19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა. 23 თებერვალს, ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე).