შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი მიენიჭება
22.02.2021
უკან დაბრუნება
მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი მიენიჭება. საკითხზე დღეს ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს და მხარიც დაუჭირეს. მოსკოვის ქუჩა ქუთაისში კახიანაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ინიციატივა სახელის შეცვლის შესახებ ქუთაისის მერს ეკუთნის. აღნიშნული საკითხი ქუთაისის მერიის პატივგებისა და სახელდების კომისიამ, 2021 წლის 17 თებერვლის N18 სხდომაზე, განიხილა და დადებითად შეაფასა. ჩვენი გადამღები ჯგუფი მოსკოვის ქუჩაზე იმყოფებოდა და მაცხოვრებლებს გაესაუბრა