შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მსუბუქი ავტომანქანების მძღოლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
22.02.2021
უკან დაბრუნება
მსუბუქი ავტომანქანების მძღოლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.მძღოლებმა საწვავზე ფასის ზრდა გააპროტესტეს . მათ შეკრება დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაიწყეს და შემდეგ მსვლელობით ქუთაისის მერიასთან მივიდნენ. მცირე ხნით , დაახლოებით 10 წუთით ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ქუჩა იყო გადაკეტილი. მობილიზებული იყო პოლიციაც. ისინი მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებდნენ. აქციაში ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერებიც მონაწილეობდნენ. მძეოლების თქმით,ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, საპროტესტო გამოსვლები გაცილებით მაშტაბური და პერმანენტული იქნება.