შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი გ.გ.-ს საქმის მოსმენა რამდენიმე დღის წინ გაიმართა
26.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი გ.გ.-ს საქმის მოსმენა რამდენიმე დღის წინ გაიმართა.ტელე-რადიო კომპანია რიონის გადამღები ჯგუფი პროცესზე მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაუშვეს. არასრულწლოვანს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ედება. საქმის საეჭვო გარემოებებზე საუბრობს ბრალდებულის ადვოკატი.ნათელა გოდერიძის თქმით,არასრულწლოვანი არა ყაჩაღობის მონაწილე,არამედ თავად მსხვერპლია. ადვოკატი ჩვენთან საქმის დეტალებს განმარტავს.მისი თქმით გ.გ.-მ 2020 წლის 31 ივლისს ქალაქ წყალტუბოში ტაქსით ისარგებლა რომელსაც თავს რამდენიმე უცნობი პირი დაესხა,მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი შიშის ნიადაგზე ადგილიდან მიიმალა.ბრალდებულის უფლება დამცველი ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებეთა ფარსიფიკაციაზე ამახვილებს ყურადღბას.მომდევნო სხდომა 28 იანვარს გაიმართება.