შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ჩხობაძის კლინიკაში კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო პერსონალს ანაზღაურების პრობლემა აქვს
26.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ჩხობაძის კლინიკაში კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო პერსონალს ანაზღაურების პრობლემა აქვს. როგორც მედიისათვის გახდა ცნობილი მათ რამდენიმე თვის ხელფასი არ მიუღიათ. კლინიკის კლინიკური მენეჯერის თქმით პერსონალისათვის ანაზღაურების გაცემის პროცესი უკვე დაიწყო. გიგლა სანდუხაძემ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა,რომ სამედიცინო პერსონალმა ნოემბრის თვის ხელფასი 20 იანვარს მიიღო.მისივე თქმით,კლინიკებში ერთ თვიანი სახელფასო დავალიანება პრობლემას არ წარმოადგენს.