შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა
19.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული 50 წლამდე მამაკაცი სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მუშის გარდაცვალების ფაქტს შსს იძიებს. როგორც ,უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 240-ემუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საქართველოს პროფესიული კავშირების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე ამბობს რომ დასახელებულ საწარმოში შრომის უსართხოება წლების განმავლობაში დაუცველია და ქარხანამ მუშაობა მინიმუმ ვითარების გამოსწორებამდე უნდა შეაჩეროს.