შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში 5 ახალშობილი დაიბადა
23.11.2020
უკან დაბრუნება
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში 5 ახალშობილი დაიბადა. ჩვილები კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულმა ინფიცირებულმა ორსულებმა გააჩინეს. განყოფილებაში 6 ორსულის და მელოგინის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა ვირუსის არსებობას არ დაადასტურებს, ორსულები და მელოგინეები კოვიდცენტრს დატოვებენ.