შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არც ერთი აქცია არ გაიმართება
21.11.2020
უკან დაბრუნება
დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არც ერთი აქცია არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ მიიღეს. მათი თქმით, არჩევნების მეორე ტურს პროტესტს იგნორირებით გამოუცხადებენ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, თავდაპირველად საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავდნენ.