შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა და ქალაქის მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმდებარედ ბრიფინგი გამართეს
26.09.2020
უკან დაბრუნება
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა და ქალაქის მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმდებარედ ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლების მიერ გაცემული შეუსრულებელი დაპირებები გააპროტესტეს, მაგალითად კი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიყვანეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი თევდორაძის განცხადებით, მშენებლობის დაწყებამდე გაიცა დაპირება, რომ სასწავლებელი გათვლილი იქნებოდა 60 000 სტუდენტზე, მოგვიანებით კი ითქვა , რომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის 1000 სტუდენტს მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში კი წელს სასწავლებელში 264 სტუდენტი დაიწყებს სწავლას. შესაბამისად პარტიის ლიდერები თვლიან რომ დაპირება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის შესახებ, ცინიზმის საზღვრებს სცილდება.