შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კორონავირუსით ინფიცირებული 77 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, გარდაიცვალა
22.09.2020
უკან დაბრუნება
კორონავირუსით ინფიცირებული 77წლის ქალი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდიში“ გადიოდა. ქალბატონი საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 7 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბომონდის კოვიდცენტრში ამ დროისათვის 83 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ქალბატონის მდგომარეობა. დღესვე სტაციონარს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ის ქობულეთის მკვიდრი 3 წლის ბავშვია.