შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკალათბურთო კლუბ ,,ქუთაისი 2010’’ ის ხელმძღვანელობასა და კალათბურთელებს შეხვდა
15.09.2020
უკან დაბრუნება
ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად აქტიურ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს კანდიდატი ამჯერად საკალათბურთო კლუბ ,,ქუთაისი 2010’’ ის ხელმძღვანელობასა და კალათბურთელებს შეხვდა იოსებ ხახალეიშვილი როგორც ყოფილი კალათბურთელი გუნდს განსაკუთრებით ქომაგობს კანდიდატმა მათთან ერთად მიმოიხილა ის მიღწევები რომელიც გუნდმა ბოლო წლებში მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით მოიპოვა . ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე გუნდი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს.