შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ევროპული საქართველოს,, ქუთაისი მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთო კახიძემ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა ამირან ძოწენიძემ ბრიფინგი გამართეს.
15.09.2020
უკან დაბრუნება
,,ევროპული საქართველოს,, ქუთაისი მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთო კახიძემ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა ამირან ძოწენიძემ ბრიფინგი გამართეს. მათ ყურადღება ქუთაისის მერიაში არსებულ კორუფციასა და განუკითხაობაზე გაამახვილეს. კახიძემ ერთ-ერთ ფაქტზე ისაუბრა, რომელის სოციალური საცხოვრისის პროექტს ეხება. მისი თქმით, ქუთაისის მერიამ 2.5 ნახევრიანი ტენდერი მოარგო კონკრეტულ პირს და შემდგომ კონკურსის გარეშე 1.8 ათასიანი დამატებითი თანხა გამოუყო. საბოლოოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა რომ ქუთაისის მერიაში 2 მილიონი ლარია მოპარული. აუდიტმა დასკვნა გენერალურ პროკურატურას გამოსაძიებლად გადაუგზავნა. ოთო კახიძე გენერალურ პროკურატურას მიმართავს, და მათგან ფაქტის გამოძიებას ითხოვს. ქუთაისის მერიაში ბრალდებაზე კომენტარი არ კეთდება.