შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
02.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს, რომელთა ნახატებით ილუსტრირებული ზღაპრების წიგნების პოსტერები ამ დღეებში პარიზის მეტროპოლიტენში გამოიფინა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა მხატვრებს, „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელს და პედაგოგებს მიულოცეს ეს დიდი წარმატება და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. „ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორმა ნატალი პატარიძემ იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ცენტრი წლების მანძილზე ახორციელებს. ქართული ზღაპრები ფრანგულ ენაზე პარიზში გამომცემლობა „მედუზამ“ გამოსცა. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის დავით ლიკლიკაძეს. ცნობილი მხატვრებისა და პედაგოგების ნატალია, ქეთი და ნოე მიქავების აღსაზრდელების ნამუშევრები პარიზის მეტროში 4 თვის მანძილზე იქნება გამოფენილი.