პირველი სექტემბრიდან მოძალადეს შემაკავებელ ორდერთან ერთად სამაჯურიც დაუმაგრდება
01.09.2020
უკან დაბრუნება
პირველი სექტემბრიდან მოძალადეს შემაკავებელ ორდერთან ერთად სამაჯურიც დაუმაგრდება. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხისა და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით. მოძალადის მიერ ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე უარის თქმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს,
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელს, გელა სიორდიას ვესაუბრეთ. იურისტმა დეტალურად განმარტა კანონის ცვლილება და მის დადებით მხარეზე გაამახვილა ყურადღება.