შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა
01.09.2020
უკან დაბრუნება
დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა. „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ მუშაობის ერთწლიან პერიოდში მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები. შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის ახალი სისტემა. ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულები. თითოეული თვითმმართველობისთვის გადამზადდა 200 -მდე სოციალური მუშაკი, მოსამართლეები, ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალიტის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის სისხლის სამსართლის ადვოკატი საუბრობენ.