შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა
01.09.2020
უკან დაბრუნება
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ 7 თვეში კი ეკონომიკის 5.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავას განცხადებით, ივლისში ეკონომიკის მხოლოდ 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას. როგორც მინისტრმა ივლისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა, თვიდან თვემდე ეკონომიკის შემცირების ტემპი სუსტდება და პოზიტიური დინამიკა აღინიშნება.