შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ლელო საქართველოსთვის,, „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად
31.08.2020
უკან დაბრუნება
,,ლელო საქართველოსთვის,, „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა. განცხადება პარტიის ლიდერებმა და იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ქუთაისში, 8 აგვისტოს მემორიალთან გააკეთეს. საქმე ეხება პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერებს სლოგანით „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“,, ბანერებზე აჭარა აღნიშნული იყო წითელ ფერში, ისევე როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო. ,,ლელოს ,, განცხადებით, თუ ხელისუფლება არ იმოქმედებს , „ქართული ოცნება“ შექმნის ურყევ მტკიცებულებას იმისას, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს პატრიოტთა ალიანსის ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს.