შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ,მანდარიას ქუჩაზე , ერთი კვირაა სანიაღვრე სისტემის ჭიდან წყლის უხვი ნაკადი იღვრება
31.08.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ,მანდარიას ქუჩაზე , ერთი კვირაა სანიაღვრე სისტემის ჭიდან წყლის უხვი ნაკადი იღვრება და ფეხით სავალ ნაწილზე მოძრაობას ართულებს. პრობლემა ,,დღის ამბების, გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო, რასაც წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალისგან რეაგირება მალევე მოყვა. ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის, მალხაზ გუნიავას თქმით, გასაწმენდია შიდა სანიაღვრე არხი, , რათა წყალმა გადინება თავისუფლად შეძლოს. ,დღის ამბებთან,, საუბარში გუნიავა განმარტავს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხი წყალმომარაგების კომპანიის ფუნქციებს ცდება , თუმცა ,მისი ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურთან თანამშრომლობით პრობლემა მალე აღმოიფხვრება და ტერიტორიაზე გადაადგილება ქუთაისლებს უპრობლემოდ შეეძლებათ.