შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე დღეს ზ. ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია
03.08.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ჟვანიას სკოლის დირექტორს ქეთევან ჯაყელს შეხვდა, შეხვედრაზე განიხილეს სკოლაში მიმდინარე სამუშაო პროცესები, სასწავლო პროგრამებისა და პროექტების კუთხით არსებული სიახლეები, ასევე დისტანციური სწავლების გამოწვევები და შესაძლებლობები.