შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა
01.08.2020
უკან დაბრუნება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა და 7 გამოჯანმრთელებული დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ საიტზე,StopCov.ge-ზე დღეს დილით განახლდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით სამივე შემთხვევეაში ვირუსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს დაუდასტურდათ. StopCov.ge-ის მიხედვით, 1 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სულ დადასტურებულია 1171 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 947 პაციენტი და გარდაცვლილია 17. საკარანტინე რეჟიმში იმყოფება 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 323 პირი.