შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იუსტიციის მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
01.08.2020

იუსტიციის მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. თეა წულუკიანი მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის სახლის წყალტუბოს ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეძლებს. წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოს მცხოვრებთაც შეეძლებათ. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.