შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
30.06.2020

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი აცხადებს, სველი წერტილებისა და გათბობის სისტემების მოწესრიგება მიმდინარეობს ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში, ასევე 25-ე საჯარო სკოლაში 67 ათასი ლარი სველი წერტილების მოწესრიგებაზე დაიხარჯება. საჯარო სკოლები განათლების სამინისტროს ბალანსზეა დელეგირებული, ხოლო უფლებამოსილების ფარგლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქალაქის თვითმმართველობა ახორციელებს. მირზა ხიდაშელის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მომდევნო წელსაც იგეგმება.