შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში დაიდგა
30.06.2020

პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში დაიდგა.ნაკეთობის საზეიმო ვითარებაში გახსნას ხელი პანდემიამ შეუშალა.ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ 110 ატას ლარიან ტენდერში, რომელიც მოქანდაკე გიორგი კიკვაძის ესკიზის მიხედვით ცისფერყანწელების ძეგლის დამზადებასა და განთავსებას ითვალისწინებდა, თავად გიორგი კიკვაძემ გაიმარჯვა. მას კონკურენტი არ გამოჩენია მოქანდაკის თქმით ძეგლის იდეა ტიციანისა და პაოლოს შვილიშვილებს ეკუთნის.გიორგი კიკვიძემ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ძეგლი დამთვალიერებელთა დიდ მოწონებას იმსახურებს.