შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპ ,,სპეციალური სერვისები,, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე 100 ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერს განათავსებს
30.06.2020

ააიპ ,,სპეციალური სერვისები,, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე 100 ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერს განათავსებს. ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ურნებისთვის 80 000 ლარი დაიხარჯა. სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ამორტიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერები ახლით ჩანაცვლდა. გიორგი მჟავანაძემ მსგავსი ცვლილებების განხორციელება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დააანონსა.