შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ოქტომბრიდან ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება
30.06.2020

ქუთაისში ოქტომბრიდან ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება, ამის შესახებ ტელეკომპანია რიონს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გიორგი ჭეიშვილმა განუცხადა, მისი თქმით, ფინასთა სამინისტრომ ქუთაისისთვის 60 ერთეული ავტობუსი შეიძინა, აღნიშნულისთვის 7 მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი, ტრანსპორტი ქალაქში სპეციალურად მოწყობილ ავტოპარკში განთავსდება , ზამთარში ექსპლუატაციაში გავა და მგზავრებს მოემსახურება. კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლა მგზავრობის ღირებულების გაზრდას გიორგი ჭეიშილის თქმით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს იმის რესურსი რომ მგზავრობის საფასური უცვლელი დარჩეს.