შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ზაფხულის ბოლომდე გამოცხადდება
30.06.2020

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ზაფხულის ბოლომდე გამოცხადდება. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა, კომპანიას, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება ვადების დარღვევის გამო შეუწყდა, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საპროექტო სამუშაოების შემსულებელი კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს, აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს კომპანიის უფლებაა.შეგახსენებთ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "კარკასი" ხელშეკრულება ვადაგადაცილების გამო შეუწყდა, რის გამოც კომპანია ფონდს სასამართლოში უჩივის.