შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამთვიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ფეხბურთში განახლდა
29.06.2020

სამთვიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ფეხბურთში განახლდა. ქუთაისის ,,ტორპედომ ,, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის,, ჩიხურას ,,უმასპინძლა.შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ტორპედო 2-ით ნოლს აგებდა, თუმცა საბოლოოდ თამაში ფრედ 2:2 დამთავრდა. ქუთაისელ ფეხბურთელებს მოგებაც შეეძლოთ, 48-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა. ქუთაისელთა მხრიდან დუბლი გიორგი ფანცულაიამ გაიფორმა.მომდევნო შეხვედრა თბილისში 5 ივლისს გაიმართება ,,,ტორპედო,, თბილისის ,,მერანს ,,დაუპირისპირდება .