შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფებოდა
25.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფებოდა. ვიქტორია ჰორვატს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა უმასპინძლეს . გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ამ დრომდე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. მხარის რწმუნებულმა ელჩს იმერეთის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ამ მიმართულებით, უნგრეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნგრულ ავიაკომპანია "ვიზეარზე", რომელიც წარმატებით ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.