შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მიუხედავად ბოლო პერიოდში შემთხვევათა კლებისა, სპეციალისტები მეორე ტალღის შესახებ აქტიურად საუბრობენ
24.06.2020
უკან დაბრუნება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა. მიუხედავად ბოლო პერიოდში შემთხვევათა კლებისა, სპეციალისტები მეორე ტალღის შესახებ აქტიურად საუბრობენ და შემოდგომით პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი დღის ამბებთან საუბარში რეკომენდაციებს ასახელებს, რაც გეგმიურ და გრიპის ვაქცინაციებსაც გულისხმობს.