შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპ ქუთგანათების სერვისმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში საკრებულოს სხდომაზე ჩააბარა
24.06.2020
უკან დაბრუნება
2017 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებული ხარჯები და 50 დასაქმებული. ააიპ ქუთგანათების სერვისმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში საკრებულოს სხდომაზე ჩააბარა. ააიპ ქუთგანათების სერვისი გარეგანათების წერტილების მონტაჟსა და ექსპლუატაციას, შუქნიშნების რეაბილიტაციას, საგზაო ნიშნების დამონტაჟებას, მონიშვნითი და მარკირების ხაზების დატანას ახორციელებს. აიპის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 3 მილიონ 400 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რომელშიც ელექტროების გადასახადი შედის.